“პრემიერის და მთავრობის დაბარების სხვა პროცედურა არსებობს. ამ შემთხვევაში პრემიერი არ არის ვალდებული წარსდგეს პარლამენტის წინაშე. ხუთი წელი და მანამდეც ეს ხდებოდა წერილობითი ფორმით”, – განაცხადა თადუმაძემ დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
წერილობითი დოკუმენტი – “ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის” სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში – პარლამენტს მთავრობამ უკვე გაუგზავნა, თუმცა ჯერ უცნობია, როდის განიხილავს პარლამენტი აღნიშნულ ანგარიშს.