„ერთი რამეა საჭირო, როცა დანიშნულია დრო, უნდა დაიწყოთ იმ დროზე“ – აღნიშნა ოთარ იოსელიანმა.
ოთარ იოსელიანმა ფესტივალზე და ბათუმზე ილაპარაკა: „ბათუმის კინოფესტივალი არის შესანიშნავი წამოწყება. მე ამაყი ვარ იმით, რომ ასეთი ფესტივალის ჩატარება შესაძლებელია ჩვენს ქვეყანაში. ბათუმი ძველი ქალაქია, ბათუმი ნაიარევი ქალაქია. ბათუმი დამახინჯებული ქალაქია. დღევანდელი ბათუმი აღარ არის ძველი ბათუმი. ლას-ვეგასს გავს და ეს ვიცი საიდანაც წამოვიდა, ვინ არის ამის მთავარი არქიტექტორი“.
BIAFF ყოველწლიურად გასცემს პრიზს კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის. ფესტივალის გახსნის დღეს ეს პრიზი პოლონელ მსახიობს, მაია კომოროვსკას გადასცეს.
ფესტივალის გახსნაზე ცნობილი ქართველი მწერლის, სცენარისტის რეზო ჭეიშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
ხვალ 14 სექტემბერს ფესტივალი კინოთეატრ „აპოლოში“ მეთიუ ჰეინმანის [აშშ/მექსიკა] ფილმის „კარტელის მიწა“ ჩვენებით გაგრძელდება. ფილმი დოკუმენტური ფილმების სექციაში იქნება წარმოდგენილი, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება.
ხვალვე იქნება ნაჩვენები სოფია ტურკიევიჩის ფილმი [ავსტრალია/პოლონეთი/იკრაინა] – „ოდესღაც დედაჩემი“ და სხვა ფილმები.