რუსეთში ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსული დაავადებით — COVID-19-ით, ინფიცირების შემთხვევები 500-ით გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „მედუზა“ რუსულ სახელმწიფო მედიაზე, „რია ნოვოსტიზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
ამგვარად, რუსეთში ახლა 2337 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. რუსეთის ოპერატიული შტაბის ცნობით, ვირუსი დადასტურდა ქვეყნის 85 (მათ შორის — ანექსირებული ყირიმი) რეგიონადან 73-ში.
გარდა ამისა, დაფიქსირებულია გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა (სულ 17). გამოჯანმრთელდა 121 ადამიანი.
რუსეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მთავრობამ რეკომენდაცია მისცა მოქალაქეებს, სახლები აუცილებლობის გარეშე არ დაეტოვებინათ. დაკეტილია საზღვრებიც.