ახალი ამბები

შსს: 6 კგ-ზე მეტი კანაფი და 36 გრ მარიხუანა – მარნეულში 1 პირი დააკავეს

13 სექტემბერი, 2015 • • 2786
შსს: 6 კგ-ზე მეტი კანაფი და 36 გრ მარიხუანა – მარნეულში 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1965 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გამლეტ მ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით მარნეულში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 36,244 გრ გამომშრალი მარიხუანა, ხოლო ეზოდან 6 კილოგრამზე მეტი კანაფი ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაკავებულს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. შსს-ს განცხადებით, გამლეტ მ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

შსს-ს განცხადებით, გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით).

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შსს მ 6 კილოგრამზე მეტი კანაფი ამოიღო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შსს მ 6 კილოგრამზე მეტი კანაფი ამოიღო

მასალების გადაბეჭდვის წესი