ახალი ამბები

გახარია: სწრაფი ტესტების დროც მოვა

30 მარტი, 2020 • 1188
გახარია: სწრაფი ტესტების დროც მოვა

საქართვლეოს პრემიერ-მინისტრი გიორიგი გახარია აცხადებს, რომ ქვეყანაში სწრაფი ტესტების საჭიროება დადგება და როცა ეს მოხდება, მას მთავრობა შეიძენს, თუმცა მან ჟურნალისტები გააკრიტიკა ამ საკითხზე კითხვების დასმის გამო.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ის, რაც სწრაფი ტესტების გარშემო მედიაში ხდება, პოლიტიკური მანიპულაციაა, ჟურნალისტების შეკითხვები კი – პოპულისტური:

“ის, რაც მედიაში ხდება, პოლიტიკური მანიპულირებაა. კრიზისის პერიოდში, მაშინ, როდესაც არის აბსოლუტურად რთულად პროგნოზრებადი კრიზისი, პოპულიზმი ყველაზე დიდი რისკია. როდესაც შესაძლებლობა გქონდათ, ეს შეკითხვა დაგესვათ შესაბამისი ექსპერტებისთვის და ვიცი, რომ ჰკითხეთ, მათი პასუხებიც ვიცი. ამის შემდეგ როდესაც მეკითხებით სწრაფი ტესტების შესახებ, მე, მთავრობის ხელმძღვანელს, და როდესაც ამ კითხვას რამდენჯერმე იმეორებთ, ჩემთვის ესეც პოპულიზმია. ჩვენ კონკრეტული გეგმით მივდივართ, სადაც სწრაფ ტესტებს თავისი დრო და ადგილი აქვს.

წინა ბრიფინგებზე ამას არ ვიტყოდი, მაგრამ დღეს გეტყვით, სწრაფი ტესტების დროც მოვა, მაგრამ მათ აქვს თავის ფუნქცია და როდესაც ზოგიერთი პოლიტიკოსი აჩენს მოლოდინს, რომ სწრაფი ტესტი ნიშანვს, რომ მედიკოსები გამოვლენ ქუჩაში და დაიწყებენ ტესიტრებას, არის სიცრუე. არანაირი აზრი არაა სწრაფ ტესტში, თუ მას არ მოჰყვება კონტროლის შემდეგი მექანიზმები. შესაბამისად, სწრაფი ტესტები ჩვენ შემთხვევაში ყველაზე საჭირო და ეფექტურია იმ სოციალური ჯგუფებისთვის, რომლებიც წინა ხაზზე არიან. [ტესტები] იქნება მაშინ, როდესაც იქნება ამის აუცილებლობა. თუ იქნება ხვალ, გვექნება ხვალ”, – ამბობს გიორგი გახარია.

გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ 31 მარტიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ამოქმედდება საკარანტინო რეჟიმი, 21:00-დან 06:00 საათამდე კი იკრძალება გადაადგილება შესაბამისი საშვის გარეშე. გარდა ამისა, დროის ამ მონაკვეთში იმუშავებენ მხოლოდ აფთიაქები.

მასალების გადაბეჭდვის წესი