საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, კანადის მოქალაქემ კურტის მარტინ მაკმილანმა მიმართა, რომ ელექტრონული ფოსტის გატეხის შედეგად, მისივე კომპანიის ანგარიშიდან კანადიდან საქართველოში არსებული ერთ-ერთი კომპანიის ანგარიშზე უცხო პირების მიერ მოტყუებით გადარიცხა დიდი ოდენობით თანხა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება თაღლითობის ფაქტზე დაიწყო. გამოძიების ცნობით, 3 პირი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაუკავშირდა კანადის მოქალაქეს მისი ბიზნეს-პარტნიორის სახელით და საქართველოში ერთ-ერთ საბანკო ანგარიშზე მოტყუებით გადმოარიცხინა 75 000 აშშ დოლარი.
ჩატარებული გამოძიების ინფორმაციით, პროკურატურამ დააკავა სამი პიროვნება და ამოიღეს დანაშაულებრივი გზით დაუფლებული თანხა 75 000 აშშ დოლარი.
საქართველოს მთავარმა პროკურატურა აცხადებს, რომ დაზარალებულს სრულად დაუბრუნა თაღლითობის შედეგად ბრალდებულების მიერ მისაკუთრებული თანხა.

