10:00 – გოეთეს ინსტიტუში საერთაშორისო კონფერენცია „Vernetzt für Nachhaltigkeit“ (გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის) გაიმართება.
10:00-ზე „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ დირექტორი, სეისმოლოგი თეა გოდოლაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მეწყრის სათავისა და დამეწყრილი ტერიტორიის შესწავლის შედეგად არსებული დასკვნის პრეზენტაცია; ახალი გზის აღდგენასთან დაკავშირებული რისკები და საფრთხეები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565.
11:00 საათზე თბილისის მერიაში განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე ბრიფინგს გამართავს
11:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული ოცნება- რესპუბლიკელების მაჟორიტარი დებუტატობის კანდიდატი ერთ-ერთი ლიდერი თამარ ხიდაშელი პრესკონფერენციას გამართავს თემა: წინა საარჩევნო პერიოდი, შუალედური არჩევნები
11:30-ზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ელისო ჩაფიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პრემიერის ანგარიში პარლამენტში; მედიის თავსუფლება და საჭიროა თუ არა გარკვეული შეზღუდვები; „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაციების გადახალისება და სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565.
11:30 საათი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში, გოკა გაბაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
11:30 საათზე, „პირველ პრესკლუბში” ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი სალომე გოგლიძე, სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. თემა: რა ცვლილებები იგეგმება კანონში ე.წ. გამოსახლებების საპოლიციო წესის შეცვლისთვის, რატომ არ არის მოწინააღმდეგეთა არგუმენტები დასაბუთებული და რას შეცვლის ახალი რეგულაციები საზოგადოებისთვის? მისამართი: წერეთლის #116, ბიზნეს-ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი 599 01 03 44
12:00 საათზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი მოწვეულ სტუმრებთან ერთად სასკოლო მზაობის პროგრამის მასწავლებელთა ტრენინგებს გახსნიან.
12.00- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში , სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თეა სტურუას ბრიფინგი. თემა: ვაკანსიების კვირეული დასაქმების მსურველთათვის. მისამართი; აკ.წერეთლის 144, შეხვედრების დარბაზი
12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ორგანიზაცია შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივის“ წარმომადგენლები გიორგი სავანელი – წარმდგენი ორგანიზაციის წარმომადგენელი, პროექტის ხელმძღვანელი კოტე სვანაძე – საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა „დავითიანნი“-ს ხელმძღვნელი გიორგი კვაბზირიძე – ახმეტელის თეტარის დირექტორი /მხარდამჭერი/ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი, მოძღვარი პრესკონფერენციას გამართავენ თემა: 12 სექტემბერს ილია ჭავჭავძის მკვლელობის დღეს გასამართი პროექტი-ღონისძიების – საყოველთაო მსვლელობა „… დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“ შესახებ.
13:00 სთ-ზე, პოლიტიკური გაერთიანება „მემარცხენე ალიანსი“-ს ოფისში, პარტიის ლიდერი იოსებ შატბერაშვილი და ენერგოომბუცმენი ჩაატარებენ ერთობლივ პრესკონფერენციას, რომელიც შეეხება მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ხანდაზმული დავალიანების ჩამოწერას. ოფისის მისამართი: ხვიჩიას 17 (ყოფილი პარტიზანების ქუჩა) საკონტაქტო პირი: პრესსამსახურის უფროსი ნ. ქეშელაშვილი; მობ.: 598 700 642
15:00 საათზე, ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით და საქართველოს შსს აკადემიის თანადგომით, თბილისის საკრებულოში გამოფენა მოეწყობა და ახალი დოკუმენტური ფილმის „ვინ მოკლა ილია“ ჩვენება გაიმართება.
15 საათზე საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბექა ბაიდაურს შეხვდება. შეხვედრა გაიმართება ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში.
19:00 – სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაიხსნება ახალგაზრდა მხატვრის ლუკა მანჯგალაძის პირველი პერსონალური გამოფენა.
