ახალი ამბები

ვიპოვით კომპრომისს ეკლესიასთან – გახარია

30 მარტი, 2020 • 1409
ვიპოვით კომპრომისს ეკლესიასთან – გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან კომუნიკაცია აქამდეც იყო და გაგრძელდება.

მისი თქმით, ასეთი კომუნიკაციის შედეგია, რომ ბევრმა ეკლესიამ დააწესა სპეციალური წესები: ეზოებში ხმის გადამცემი ტექნიკა დაამონტაჟა, რომ მრევლს შეეძლოს ღვთისმსახურებას ეკლესიის ეზოში დაესწროს.

“ჩვენ ამ კომუნიკაციას გავაგრძელებთ, მაგრამ ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ – ჩვენი მთავრობის პასუხისმგებლობა არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს და მის ჯანმრთელობას, ჩვენ ყოველთვის ვიპოვით შესაბამის კომპრომისს ეკლესიასთან. მე, როგორც რიგით ადამიანს, რიგით მოქალაქეს, რიგით მრევლს, რიგით ქრისტიანს, ვერ წარმომიდგენია, რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მაღალი ფასეულობა როგორც მთავრობისთვის, ასევე ეკლესიისთვის”, – განაცხადა გახარიამ.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ კი პრემიერმა აღნიშნა: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სააღდგომო დღესასწაულებამდე გავუმკლავდეთ [კორონავირუსის გამო შექმნილ მდგომარეობას], თუმცა ამის გარანტია არათუ საქართველოში, არამედ გლობალურად მსოფლიოში არ არსებობს”.

“იმედია, რომ ჩვენი დღევანდელი ნაბიჯები და ის დამოკიდებულება, რომლითაც ამ ნაბიჯებზე საქართველოს მოქალაქეები გვიპასუხბენ, მოგვცემს იმის საშაულებას, რომ უმოკლეს ვადებში ეს პრობლემა შედარებით მოვაგვაროთ”, – აღნიშნა გახარიამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი