“შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსთვის თბოელექტროსადგურის პროექტის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ხარისხის გაზრდას, ადგილობრივი ნახშირმომპოვებელი ინდუსტრიის განვითარებას და ელექტრონერგიის საექსპორტო პოტენციალის ზრდას.
პროექტი, რომელსაც ” საქართველოს ინდუტრიული ჯგუფი” “Dongfang Electric”-ის დაფინანსებით განახორციელებს, ითვალისწინებს ტყიბულის მუნიციპალიტეტში ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობას. მისი დადგმული სიმძლავრეა 150 მგვტ, წლიური გამომუშავება 1 მილიარდ კვტ/ს შეადგენს. პროექტის ჯამური ღირებულება 180-200 მლნ აშშ დოლარია”, – ნათქვამია პრემიერის ადმინისტრაციის განცხადებაში.
პრემიერის ცნობით, “Dongfang Electric წარმოადგენს უმსხვილეს ჩინურ ჰოლდინგს, რომელიც ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებაშია.
“კომპანიას ნახევარსაუკუნოვანი განვითარების ისტორია გააჩნია. ის სპეციალიზდება ენერგოგენერაციის ობიექტებისთვის დანადგარების წარმოებასა და ექსპორტში. მაღალი კლასის თანამედროვე ტექნოლოგიებით და წარმოების ხარისხის დონით გამორჩეული კომპანია დიდ როლს ასრულებს ჩინეთის ეკონომიკაში. ის ჩინური თერმული ენერგეტიკის ბაზრის 1/3 წილს და ჰიდროენერგეტიკის ბაზრის 2/5-ს წილს ფლობს. კომპანია ასევე მოღვაწეობს სხვადასხვა დარგში, როგორიცაა მძიმე მრეწველობა, ელექტროგადამცემი ხაზების წარმოება და მონტაჟი, სამრეწველო კონტროლის მოწყობილობები, მაღალი ძაბვის დიდი სიხშირის კონვერტორები, ქიმიური დანადგარები.
“Dongfang Electric” იკავებს წამყვან პოზიციას ჩინურ ბაზარზე საერთაშორისო კონტრაქტორის როლში და ანხორციელებს პროდუქციის ექსპორტს 30-ზე მეტ ქვეყანაში”.