კადრებში, რომელიც ტელეკომპანია RTL-მა გაავრცელა, ჩანს, თუ როგორ წამოუდო ერთ-ერთმა TV ოპერატორმა ფეხი კაცს, რომელსაც ხელში ბავშვი უჭირავს. ამის შემდეგ კაცი წაიქცა.
Lage in #Roeszke #Hungary weiter schlimm – Polizei überfordert – Flüchtlinge durchbrechen Polizeikette – Verletzte! pic.twitter.com/GlMGqGwABb
— Stephan Richter (@RichterSteph) September 8, 2015
თუმცა ეს არ ყოფილა ერთადერთი ინციდენტი, რომელშიც ზემოხსენებული ოპოერატორი მონაწილეობს. სხვა ვიდეოში ჩანს, რომ იგი ბავშვებს ფეხს ურტყამს.
შპიგელის ინფორმაციით, ოპერატორი უნგრეთში ბაზირებული ტელევიზიის, N1TV-ის თანამშრომელია. კომპანიის განცხადებით იგი უკვე გათავისუფლებულია.