მგზავრების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, როგორც მერიაში აცხადებენ, საბაგიროს სისტემატურად უტარდება ტექნიკური დათვალიერება.
“რიყის პარკისა და ნარიყალას დამაკვაშირებელი საბაგირო გზა 2012 წლიდან ფუნქციონირებს და დღეში საშუალოდ 2 500 მგზავრს ემსახურება. ის საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით აშენდა და სისტემატური შემოწმება უსაფრთხოების ნორმის დასაცავად ერთ-ერთი მთავარი პირობაა”, – წერია მერიის განცხადებაში.