პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, კანდიდატები შერჩევის პროცესი პრეზიდენტმა ექსპერტების და დარგის სპეციალისტების მონაწილეობით დაიწყო, თავდაპირველად შეირჩა 35 კანდიდატი შემდეგ- 9 და ბოლოს- სამი.
ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში ორი წევრის პოსტია ვაკანტური. გარდა ამისა, ერთ წევრს მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს ეწურება ვადა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკ-ი] წევრობის სურვილი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ვალიშვილმაც გამოთქვა, თუმცა პრეზიდენტმა მისი კანდიდატურა არ დაასახელა.