ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გალში კომენდანტის საათი დააწესეს 00-დან 06 საათამდე

28 მარტი, 2020 • 1541
გალში კომენდანტის საათი დააწესეს 00-დან 06 საათამდე

COVID-19-თან დაკავშირებით აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ გალის რაიონში კომენდანტის საათი გამოაცხადა — მოსახლეობას ღამის 12-დან დილის 6 საათამდე გამოსვლა აეკრძალათ.

ამ ბრძანებას ხელ აწერს ომარ ბგანბა, გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღანელი. დოკუმენტს გალის დე ფაქტო ადმინისტრაცია ფეისბუკზე აქვეყნებს.

წყარო: გალის დე ფაქტო ადმინისტრაცია

წინა დღით, 27 მარტს, აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა 20 აპრილამდე გაგრძელდება.

რაც შეეხება გამშვებ პუნქტებს – ჩაკეტილია მხოლოდ ენგურის ხიდი. რუსეთთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტი „ფსოუ“ თავდაპირველად ღია დატოვეს, თუმცა 28 მარტს რუსეთთანაც ჩაიკეტა საზღვარი.

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, პირველივე დღეს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ბესლახუბაში ქორწილი გაიმართა, რომელსაც 500 ადამიანი ესწრებოდა.

აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობის პირველ დღეს 500- კაციანი ქორწილი გაიმართა

მასალების გადაბეჭდვის წესი