ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარი დაკეტა

28 მარტი, 2020 • 20073
აფხაზეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარი დაკეტა

კორონავირუსის გავრცელების საფრთხისა და საზოგადოების მოთხოვნის გამო აფხაზურმა მხარემ რუსეთთან “ფსოუზე” საზღვარი ჩაკეტა. შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ამ დრომდე შეუზღუდავად შედიოდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე, ვეღარ შევლენ.

აფხაზურმა მხარემ გადაადგილებაზე გამონაკლისი დაუშვა რუსი დიპლომატებისა და ფედერალური სამსახურის თანამშრომლებისთვის, ასევე რუსეთიდან შემოსულ ტვირთებზე.

აფხაზეთში ვირუსის გავრცელების გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, თუმცა, გუშინდელ განკარგულებაში რუსეთთან გამშვები პუნქტის დახურვა გათვალისწინებული არ ყოფილა.

აფხაზეთი საგანგებო მდგომარეობას აცხადებს – რუსეთთან საზღვარი ღია დარჩება

მასალების გადაბეჭდვის წესი