ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთი საგანგებო მდგომარეობას აცხადებს – რუსეთთან საზღვარი ღია დარჩება

27 მარტი, 2020 • 2110
აფხაზეთი საგანგებო მდგომარეობას აცხადებს – რუსეთთან საზღვარი ღია დარჩება

COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის ზომები დაამტკიცა. საგანგებო მდგომარეობა 20 აპრილამდე უნდა გაგრძელდეს.

საგანგებო მდგომარეობა აფხაზეთში საზოგადოებრივი წესრიგისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების დაცვის უზრუნველყოფას, ასევე მოქალაქეების გასვლა-შემოსვლის განსაკუთრებულ რეჟიმს ითვალისწინებს. გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობა, საჭიროების შემთხვევაში, ცალკეულ მოქალაქეებს გარკვეული დროით საცხოვრებლის დატოვებას შეუზღუდავს.

იკრძალება შეკრებები, მიტინგები, დემონსტრაციები და სხვადასხვა სპორტული თუ კულტურული ღონისძიება. 28 მარტიდან უნდა შეიზღუდოს ასევე კაფეების, რესტორნებისა და მაღაზიების [სასურსათოს გარდა] მუშაობა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება სოხუმში რამდენიმე დღის წინ შეიზღუდა. ასევე, გადადებულია სასწავლო პროცესი.

რაც შეეხება გამშვებ პუნქტებს, ჩაკეტილია მხოლოდ ენგურის ხიდი. რუსეთთან გამშვები პუნქტი “ფსოუ” კვლავ ღიაა და მოქალაქეები ისევ გადაადგილდებიან. საგანგებო მდგომარეობა რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვას არ ითვალისწინებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი