ახალი ამბები

არასამთავრობოები: ხულოს საკრებულო ხელს უწყობს ქსენოფობიის და სიძულვილის გაღვივებას

8 სექტემბერი, 2015 • • 954
არასამთავრობოები: ხულოს საკრებულო ხელს უწყობს ქსენოფობიის და სიძულვილის გაღვივებას

კერძოდ, ანგარიშში სომეხი ეროვნება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამად ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მიმართ ნეგატიურ კონეტქსტშია მოხსენიებული:

 

”იმის ჭკუა კი აქვს  სომეხ სააკას გარედან მაყურებლის პოზიციიდან შეხედოს მის მიერვე მოკლული ზურაბ ჟვანიას საქმეს, უდანაშაულოდ ჩახოცილი აფრასიძეების საქმეს, ქუჩაში არაკაცურად მოკლული გურამ შარაძის საქმეს, ასევე ქუჩაში ასორმოცდაათამდე მოკლული ბიჭების საქმეებს, შვილმოკლული მამის, შვილის საფლავზე აფეთქების საქმეს, ე.წ. ,,ნავთლუღის ოპერაციის” საქმეს,  სადაც სამი ჩვენი თანარაიონელი სრულიად უდანაშაულოდ ჩახოცვას რომელი ერთი ჩამოვთვალო!”… „დღეს სააკა ამერიკის ხელდასმით რაღაც-რაღაცებს ჩალიჩობს,მაგრამ ჯამში რუსულ საქმეს უფრო აკეთებს.“  ”თითქოსდა ქართველთა უბედურება არ ეყო დღეს ეს ღორი უკრაინის ტრამალებას ჩიჩქნის თავის ბინძური დინგით.”

 

“მიგვაჩნია, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის არმენოფობიული და სიძულვილის ენის შემცველი მასალების ოფიციალური უწყების ვებ-გვერდზე განთავსებით ხულოს საკრებულო ხელს უწყობს ქსენოფობიის და სიძულვილის გაღვივებას, სადაც კონკრეტული ეთნოსის კუთვნილება წარმოდგენილია, როგორც სასირცხვილო მოვლენა”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

 

აქვე ნათქვამია, რომ საქართველოს კანონი ”დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” ავალდებულებს საჯარო დაწესებულებებს: ა) თავისი საქმიანობა, აგრეთვე სამართლებრივი აქტები და შიდა რეგულაციები, თუ ისინი არსებობს, შეუსაბამოს ამ კანონსა და სხვა ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას; ბ) სავარაუდო დისკრიმინაციის ნებისმიერ ფაქტზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება მოახდინოს; გ) დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა რეგულაციების შესაბამისად პასუხისმგებლობა დააკისროს მის დაქვემდებარებაში მყოფ დამრღვევ პირს და უზრუნველყოს დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრა მესამე პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად.

 

“საქართველო ასევე არის რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლოს ევროპული კომისიის წევრი, რომლის მიერ მიღებული არაერთი დოკუმენტი გმობს და არაეთიკურად მიიჩნევს სწორედ ქსენოფობიური ელემენტების გამოყენებას პოლიტიკურ განცხადებებში”.

 

შესაბამისად, განცხადების ავტორები ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავენ, რომ სწრაფი და ეფექტური რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ ფაქტზე და ვებ-გვერიდან მოხსნას ქსენოფობიური და სიძულვილის ენის შემცველი შინაარსი. ასევე, საკრებულომ შეიმუშაოს შიდა რეგულაციები, რომლებიც მსგავსი შემთხვევების პრევენციას მოახდენს და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის განხორციელებას შეუწყობს ხელს.

 

გარდა ამისა, არასამთავრობოები მიმართავენ სახალხო დამცველს, რათა კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და მასზე რეაგირება მოახდინოს.

 

“მივმართავთ პოლიტიკურ გაერთიანება „ქართულ ოცნებას“: შიდაპარტიული მექანიზმების გამოყენებით რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ ქსენოფობიურ გამოხატვაზე”, – წერია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი