იგი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ ჯერ ამის დრო არ დამდგარა.

 

“როდის დადგება არ ვიცი, მაგრამ თუ დადგება, აუაცილებლად მოვალ. დღეს ამის საჭიროებას ვერ ვხედავ’ , -ამბობს ბურჭულაძე.


6 სექტემბერს ბურჭულაძე ოზურგეთში შეხვდა მოსახლეობას, 7 სექტემბერს- ჭიათურაში. ოფიციალური მიზეზი მოსახლეობისათვის მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობის მნიშვნელობასა და მისი მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მიწოდებაა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ბურჭულაძე სამომავლოდ პოლიტიკოსობას არ გამორიცხავს, ამ ყველაფერმა ადამიანების ნაწილში  ეჭვი გამოიწვია შესაძლო საარჩევნო კამპანიის დაწყების თაობაზე:

 

“ვინც მაგას იძახის, იმან თვითონ უპასუხოს ეგეთ შეკითხვას. მე დღეს მაგისთვის ჩამოსული არ ვარ და არც განწყობილი ვარ მაგაზე სალაპარაკოდ. პოლიტიკოსებთან არავითარი კონსულტაციები არ მაქვს”, – ამბობს ბურჭულაძე.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *