ოფიციააური ინფორმაციით, შატილსა და მუცოში ადმინისტრაციული შენობა და ვიზიტორთა ცენტრი აშენდება.
“პირიქითა ხევსურეთში, სოფელ როშკაში საინფორმაციო ცენტრი ამოქმედდება, სადაც ვიზიტორებს საშუალება ექნებათ ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიის ტურისტული სერვისებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია მიიღონ”.
პროექტი გერმანიის მთავრობისა და გერმანიის განვითარების ბანკის KFW-ს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ადმინისტრაციული შენობისა და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა, ოფიციალური ცნობითვე, 2016 წლის აგვისტოსთვის დასრულდება.
“ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას რეგიონში. ვიზიტორების რაოდენობის ზრდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებით შემოსავლებს უზრუნველყოფს”, – წერია სამინისტროს ცნობაში.