“ისანი-სამგორის მთავარ სამმართველოში შევიდა შეტყობინება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ისნის რაიონული ორგანიზაციის ოფისიდან პერსონალური კომპიუტერის ქურდობის შესახებ. შეტყობინების საფუძველზე დაწყებული გამოძიების დროს დადგინდა, რომ კომპიუტერი ამავე ოფისის თანამშრომელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ისნის რაიონული ორგანიზაციის წევრმა, მ. ა-მ მოიპარა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. პოლიციამ პერსონალური კომპიუტერი ლომბარდიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით)”, – აცხადებენ შსს-ში.