ახალი ამბები

ფულეს აზრით, საემიგრაციო კრიზისი EU – საქართველოს სავიზო დიალოგზე გავლენას არ მოახდენს

7 სექტემბერი, 2015 •
ფულეს აზრით, საემიგრაციო კრიზისი EU – საქართველოს სავიზო დიალოგზე გავლენას არ მოახდენს

“ევროკავშირი იცვლება და ეს მნიშნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც. ჩვენ ერთად უნდა შევხვდეთ მომავალ გამოწვევებს და სწორედ ეს არის ამ კონფერენციის მთავარი მიზანი. სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცესს საქართველოსთვის მიგრანტების ამჟამინდელი კრიზისი არ გაართულებს”, – განაცხადა ფულემ, რომელიც ფიქრობს, რომ სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხი ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული კრიტერიუმებით უნდა გადაწყდეს.


ამ თემაზე ევროკომისია მორიგ ანგარიშს წლის ბოლოს გამოაქვეყნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი