“უცნობი კაცი და ქალი, რაღაც განძის ხელში ჩაგდების სურვილით შეპყრობილნი, ორ კათოლიკე ბერს ჯოხის თავში ჩარტყმით გონებას დააკარგვინებენ, მათ სამოსს ჩაიცვამენ და ტაძარში შევლენ. სამალავში სანუკვარ ნივთს მიაგნებენ. ქალი ნივთთან ერთად გაიქცევა, მამაკაცი კი დარჩება და შემოსულ სხვა სასულიერო პირებს (კათოლიკე ბერების ჩაცმულობით) აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნებით მოიგერიებს.
ეს ყველაფერი კი ხდება ეკლესიაში და მის ცენტრალურ ადგილში, საკურთხეველში, რაც სრული უგულებელყოფაა ათასობით და ათიათასობით ადამიანის რელიგიური გრძნობისა.
ამ კადრების გადამღებებმა სათამაშო მოედნად აქციეს ის სივრცე, რომელიც, როგორც მართლმადიდებლებისათვის, ისე მუსლიმებისთვისაც კი უდიდესი თაყვანისცემის ადგილია. აქ ხომ საუკუნეებია კრძალვით, ფეხშიშველნი მოდიან მორწმუნენი, რათა ცრემლით შესთხოვონ წმინდა გიორგის ღვთის წინაშე მეოხება,”- ნათქვამია განცხადებაში.
საპარტრიარქო ფაქტის სასწრაფოდ გამოძიებასა და სათანადო ზომების დროულად მიღებისაკენ მოუწოდებს ორივეე ქვეყნის ხელისუფლებას. როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი ‘ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, ფაქტის შესახებ უკვე აცნობეს ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეებს; გამოძიება დაწყებულია და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
“მოგეხსენებათ, უქმე დღეა და დღეს ცოტა გაგვიჭირდა კომუნიკაციის დამყარება. ფაქტის შესახებ უკვე ეცნობა შესაბამის ორგანოებს და, როგორც ისინი ამბობენ, ყველანაირად დაგვეხმარებიან. ჯერ უნდა დადგინდეს, რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი რეალობას და შემდეგ უკვე- რა შეიძლება რომ გაკეთდეს. ჩვენ სხვა მოქმედებებს ვერ განვახორციელებთ, მხოლოდ მივმართეთ მათ,”- აცხადებს ბოტკოველი.
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა მხატვრული ფილმის ნაწილი, რომელიც გადაღებულია ისტორიული ჰერეთის, დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქართული სალოცავის – ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში. ფილმის პრომო საკუთარ Youtube გვერდზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბუბა კუდავამ ატვირთა. მისი განცხადებით, ფილმის სრულად მოძიება ინტერნეტში აღარაა შესაძლებელი, რადგან ის წაშალეს. კუდავას აზრით, ფილმის გადაღებაში უჩვეულო არაფერია, თუმცა მსახიობები არა მხოლოდ უდიერად ეპყრობიან ისტორიულ ძეგლებს, არამედ, მათდა უნებურად, ქართველ ქრისტიანთა რელიგიურ გრძნობებსაც შეურაცხყოფენ.
სულ ახლახან გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ვიგებთ, რომ აზერბაიჯანში, ისტორიულ ჰერეთში, იქაურ ქართველთა უმთავრეს სალოცავში …
Posted by Buba Kudava on Friday, 4 September 2015