ახალი ამბები

ესპანელმა პოლიციელებმა ბავშვების გასამხიარულებლად ქუჩები ცეკვა-სიმღერით შემოიარეს

27 მარტი, 2020 • 1325
ესპანელმა პოლიციელებმა ბავშვების გასამხიარულებლად ქუჩები ცეკვა-სიმღერით შემოიარეს

ესპანელი პოლიციელების ჯგუფმა, რომელსაც პოლიციელი პედრო ადროვერი ხელმძღვანელობს, ესპანეთში, კუნძულ მალიორკაზე, თვითიზოლაციაში მყოფი ბავშების გასამხიარულებლად ტრადიციული საბავშვო სიმღერები ცეკვის თანხლებით შეასრულა.

პერფორმანსის ამსახველი ვიდეო აშშ-ის პრეზიდენტის შვილმა ივანკა ტრამპმა გაავრცელა.

პოლიციელების ჯგუფის ხელმძღვანელის, პედრო ადროვერის თქმით, ბავშვების ამ გზით გამხიარულების ინსპირაცია სხვა მსგავსი ვიდეო გახდა, რომელშიც ასევე ესპანელი პოლიციელი ქალაქის ქუჩებში ტრადიციულ ესპანურ სიმღერებს უმღერის ბავშებს:

“ერთ-ერთმა ოფიცერმა შემოგვთავაზა, თუ შეგვეძლო ჩვენც მსგავსი ღონისძიების ჩატარება ბავშებისთვის. ეს არის მოწყვლადი ჯგუფი, რომელსაც არ ესმის, რა ხდება მათ გარშემო. ისინი სახლში სხედან და ვერ ნახულობენ საკუთარ მეგობრებს სკოლაში”, – განმარტა ადროვერმა EL PAIS-თან საუბარში. პოლიციელმა იფიქრა, რომ მას შეეძლო გიტარაზე დაკვრა, სხვა პოლიციელები კი იმღერებდნენ სიმღერას, სახელწოდებით “პატარა ჯოანი” – პოპულარულ საბავშვო სიმღერას, რომელიც ძალიან რიტმულია. პოლიციელის თქმით, ამ ნომრის მიზანი იყო, ბავშვები გამოსულიყვნენ აივანზე და ცოტა მაინც ეცეკვათ.

ქალაქის მერიამ პოლიციას პერფორმანსის ჩატარების ნება დართო და შაბათ საღამოს პოლიციელების ჯგუფმა ცეკვითა და სიმღერით ქალაქის ქუჩები შემოიარა.

“დაახლოებით 45-ჯერ ვიმღერეთ სიმღერა”, – განაცხადა ადროვერმა, რომელიც ასევე არის ბენდ Ses Bubotes-ის წევრი. მისივე ცნობით, ჯგუფმა პერფორმანსი ყოველგვარი რეპეტიციის გარეშე ჩაატარა. ადროვერის თქმით, ხალხის რეაქციამ და ბავშვების  ღიმილმა “ეს მომენტი განსაკუთრებულად აქცია”.

ოფიცერი იმედოვნებს, რომ ვიდეო ბავშებს სახლში ყოფნას გაუადვილებს. ადროვერის თქმით, არ იცის, კვლავ გაიმერებენ თუ არა პერფორმანსს.

ესპანეთში, 27 მარტის მონაცემებით, გამოვლენეილია კორონავირუსის 57 786 შემთხვევა, აქედან გარდაიცვალა 4 365 და გამოჯანმრთელდა 7 015 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი