ახალი ამბები

თუ ბავშვები იმაზე მეტად გიყვართ, ვიდრე გინდათ – თერაპია პედოფილებისთვის გერმანიაში

5 სექტემბერი, 2015 •
თუ ბავშვები იმაზე მეტად გიყვართ, ვიდრე გინდათ – თერაპია პედოფილებისთვის გერმანიაში

 

პროგრამის სპონსორი და ინიციატორი გერმანული ორგანიზაცია  Prevention Project Dunkelfeld-ია.

 

როგორც პროგრამის მონაწილე ფსიქოლოგები ამბობენ, პედოფილებს სურთ დაძლიონ საკუთარი პრობლემა, მაგრამ დახმარების თხოვნის ეშინიათ, რადგან შეიძლება ფსიქოლოგებმა პოლიციას მათ შესახებ აცნობონ.

 

პროგრამის ინიციატოთა აზრით, ბავშვების გარყვნა ან მათზე სექსუალური ძალადობა და პედოფილია ერთი და იგივე არ არის. ყველა ბავშვზე სექსუალურად მოძალადე პედოფილი არ არის და ყველა პედოფილს არ ჰქონია ურთიერთობა ბავშვებთან. ისინი ახერხებენ დათრგუნონ საკუთარი მიდრეკილებები.

 

ფსიქოლოგები ეხმარებიან პაციენტებს საკუთარი თავის კონტროლის მექანიზმების შემუშავებაში. აძლევენ მათ საშუალებას უფრო მეტად ინტეგრირებული იყვნენ საზოგადოებაში. თერაპიის კურსის თითო შეხვედრა 3 საათს გრძელდება და ჯგუფებში იმართება.

 

არსებობენ ე.წ. მარტოხელა პედოფილები (virtuous pedophiles), რომლებსაც არ ჰქონიათ სექსუალური კავშირი ბავშვებთან, თუმცა გააჩნიათ ლტოლვა, რაც მნივშნელოვან ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებს მათ. უპირველეს მიზნად პროგრამა სწორედ ასეთი ადამიანების დახმარებას ისახავს. იქიდან გამომდინარე, რომ პედოფილია და მისი გამომწვევი მიზეზები ტაბუირებული თემაა, ვერც თავად პედოფილები ბედავენ პრობლემაზე ხმამაღლა საუბარს.

 

სტატისკური მონაცემების მიხედვით, კაცების ნებისმიერი სოციალური ფონისა და მდგომარეობის 3-5% “მარტოხელა პედოფილია”.

 

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ თერაპიას ის პედოფილი მიმართავს, რომელსაც წარსულში უკვე ჰქონია სექსუალური კავშირი ბავშვებთან?  

 

“რა თქმა უნდა, ძნელია იმ ადამიანის პირისპირ ჯდომა, რომელსაც ადრე ბავშვისათვის ზიანი მიუყენებია, მაგრამ როდესაც მას აქვს სურვილი, რომ ეს აღარ ჩაიდინოს და ისწავლოს საკუთარი თავის კონტროლი, მე მას უნდა დავეხმარო,”- ამბობს კლინიკური ფსიქოლოგი ანა კონრადი BBC-სთან ინტერვიუში.

 

გერმანიაში, ბრიტანეთისაგან განსხვავებით, ფსიქოლოგი ვალდებული არ არის შესაბამის ორგანოებს აცნობოს, თუ მასთან პედოფილი მივა თერაპიისათვის. გერმანიაში ეს პროცესი კონფიდენციალურია იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი პაციენტი ისეთი პედოფილია, რომლის დანაშაულის შესახებ პოლიციამ არ იცის. ბრიტანეთისა და აშშ-ის მაგალითი უჩვენებს, რომ პედოფილთა მხოლოდ დაკავება და გასამართლება არ ამცირებს შემთხვევის რაოდენობას.

გერმანული პროგრამა 2005 წლიდან ამოქმედდა და დღემდე ორგანიზაციას 5350 ადამიანი დაუკავშირდა. მსურველები სპეციალურ კითხვარს ავსებენ, რის მიხედვითაც დგინდება მათი მდგომარეობა; ფსიქოლოგები იღებენ გადაყწვეტილებას, რამდენად  სჭირდება აპლიკანტს თერაპიის ინტენსიური კურსი.

 

დღემდე მხოლოდ 430-მა კაცმა გაიარა თერაპიის კურსი. მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და ადამიანებს რიგში ჩადგომა უხდებათ.

პროგრამის ოფიციალურ გვერდზე იმ პაციენტების მოსაზრებების წაკითხვაა შესაძლებელია, რომლებმაც თერაპიის კურსი უკვე გაიარეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი