ახალი ამბები

საქართველოში COVID 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა

27 მარტი, 2020 • 1373
საქართველოში COVID 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა

საქართველოში, 27 მარტის 10 საათის მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 81-მდე გაიზარდა, საიდანაც 13 გამოჯანმრთელდა.

შესაბამისი ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

რაც შეეხება მსოფლიოს, დღეის მონაცემებით, COVID 19 ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. თუმცა აქედან 122 672 უკვე გამოჯანმრთელებულია.

ვირუსის გავრცელების მხრივ პირველ ადგილზე არის აშშ – 85 991 შემთხვევით, შემდგომ მოდის ჩინეთი 81 782 შემთხვევით, მესამე ადგილზე კი იტალიაა – 80 589 შემთხვევით.

მასალების გადაბეჭდვის წესი