ახალი ამბები

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა

27 მარტი, 2020 •
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა

27 მარტის 10 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსული ინფექცია 81 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან გამოჯანმრთელდა 13.

გუშინდელ მონაცემებთან შედარებით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 2-ით არის გაზრდილი. შესაბამისი ინფორმაცია stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ აისახა.

რაც შეეხება მსოფლიოს, დღეის მონაცემებით COVID 19 ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. თუმცა აქედან 122,672 უკვე გამოჯანმრთელებულია.

გავრცელების თვალსაზრისით პირველ ადგილზე არის აშშ – 85 991 შემთხვევით, შემდგომ მოდის ჩინეთი 81 782 შემთხვევით, მესამე ადგილზე კი იტალიაა – 80 589 შემთხვევით.

მასალების გადაბეჭდვის წესი