ბრიტანეთის მთავრობა თვითდასაქმებულებს თვეში 2,500-მდე ფუნტით დაეხმარება

კორონავირუსის კრიზის გამო ბრიტანეთის მთავრობა თვითდასაქმებულებს თვეში 2,500-მდე ფუნტით (დაახლოებით 3 000 აშშ დოლარი) დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, თვითდასაქმებულ პირებს პანდემიით გამოწვეული ფინანსური ზარლის შესამსუბუქებლად შეეძლებათ მთვრობას მიმართონ და საგრანტო პროგრამით ისარგებლონ. BBC-ს თქმით, თანხას ბრიტანეთის თვითდასაქმებული მოქალაქეები ივნისის შემდეგ მიიღებენ.

როგორც გარდიანი წერს, მოქალაქეებს შეეძლებათ მთავრობას მიმართონ და მათი ბოლო სამი წლის განმავლობაში საშუალო შემოსავლის 80%-ის ანაზღაურება მოითხოვონ, რომელიც არ უნდა აჭარბებდეს თვეში 2,500 ფუნტს.

აღნიშნული სუბსიდია მინიმუმ სამი თვის ხანგრძლივობით გაიცემა საჭიროების შემთხვევაში კი ბრიტანეთის მთავრობა მის გახანგრძლივებას გეგმავს.

BBC-ის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 5 მილიონი ადამიანია თვითდასაქმებული.

გარდა ამისა, გაერთიანებულ სამეფოში ქვეყნისთვის უპრეცედენტო ზომები მიიღეს — გარდა კერძო სექტორისთვის გათვალისწინებული დახმარებისა, რომელიც „გარდიანის“ მონაცემებით 350 მილიარდ ფუნტს შეადგენს, სამეფო ხაზინა დახარჯავს 78 მილიარდს, რათა კრიზისში მყოფი ობიექტების თანამშრომლებს ხელფასი გადაუხადოს.

გეგმის მიხედვით, თვითდასაქმებულების მსგავსი სუბსიდირება დამსაქმებლებსაც შეეძლებათ, და მთავრობა მათაც ხელფასის 80 პროცენტს გადაუხდის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.