როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი მაია გაბუნია აცხადებს, შეხვედრაზე მაია მიმინოშვილმა უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს გაუზიარა საკუთარი პოზიცია. მისი აზრით, მოშიმშილე აბიტურიენტების, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე ზღვარი გადალახეს, მაგრამ სტუდენტები ვერ გახდნენ, უნივერსიტეტებში ჩარიცხვა სამართლიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ რანჟირების დოკუმენტი ყველასთვის გაუქმდება.
მიმინოშვილის აზრით, იმ აბიტურიენტების გამიჯვნა მეორე ჯგუფისგან, ვინც ჩაირიცხა და სწავლას ვერ აგრძლეებს, უსამართლობაა. ჩარიცხვების პროცესის ხელახლა დაწყება სასწავლო პროცესის შეფერხებას გამოიწვევს და შელახავს უკვე ჩარიცხულთა უფლებებს. ეს პოზიცია გაიზიარეს სასწავლებლების რექტორებმაც და მხარი არ დაუჭირეს რანჟირების დოკუმენტის გაუქმებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აბიტურიენტების ნაწილმა აქცია გამართა. ისინი მოითხოვდნენ, რომ განათლების სამინისტროს წელს კიდევ ერთხელ დაეშვება გამონაკლისი მეორადი ჩარიცხვების სახით და მათთვის სწავლის გაგრძელების ნება დაერთო.