ახალი ამბები

ბოლნისიდან გადმოჰყავთ ორსული, რომელსაც სწრაფი ტესტით COVID 19 დაუდასტურდა – ექიმი

26 მარტი, 2020 • 1223
ბოლნისიდან გადმოჰყავთ ორსული, რომელსაც სწრაფი ტესტით COVID 19 დაუდასტურდა – ექიმი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის თქმით, ბოლნისიდან თბილისში გადმოჰყავთ ორსული ქალი, რომელსაც სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა.

ტურძელაძემ ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ისაუბრა.

„დიახ, როგორც მითხრეს, გადმოჰყავთ ორსული ბოლნისიდან, დადასტურებული ვირუსით. სხვა მონაცემი ჯერ არ გვაქვს, რამდენი კვირის ორსულია, არ ვიცი“, – ამბობს ის.

მისივე თქმით, ეს არის პირველი ორსული პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა საქართველოში.

“ჩვენს კლინიკაში ეს პირველია, არც სხვებს უთქვამთ, რომ ორსული ქალი არის ინფიცირებული. ჩვენ მივიღებთ და მივხედავთ, ჩვენ გვაქვს ამისთვის ძლიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“, – ამბობს ტურძელაძე.

26 მარტის 15 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 77 ადამიანია ინფიცირებული, საიდანაც 10 გამოჯანმრთელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი