ნეტგაზეთი | La Stampa: რუსეთიდან იტალიაში დასახმარებლად გაგზავნილი საშუალებების 80% უვარგისია La Stampa: რუსეთიდან იტალიაში დასახმარებლად გაგზავნილი საშუალებების 80% უვარგისია – Netgazeti

La Stampa: რუსეთიდან იტალიაში დასახმარებლად გაგზავნილი საშუალებების 80% უვარგისია

რუსეთის მიერ იტალიისთვის გაწეული დახმარების 80% უვარგისი აღმოჩნდა, წერს გამოცემა La Stampa თავის წყაროებზე დაყრდნობით.

როგორც გამოცემა იუწყება, უვარგისი გამოდგა დახმარების 80%. რუსეთმა იტალიაში 14 თვითმფრინავი გააგზავნა, რომელზეც იყო სხვადასხვა აპარატურა დაავადების დიაგნოსტიკისა და დეზინფექციისთვის. ქვეყანაში რუსი სპეციალისტებიც ჩავიდნენ.

როგორც La Stapma აღნიშნავს, იტალიის დახმარებით რუსეთი თავისი პოლიტიკური მიზნების შესრულებას ისახავდა მიზნად, ხოლო იტალიის პრემიერი ჯუზეპე კონტე დახმარების მიღებას იმიტომ დასთანხმდა, რომ მოსკოვთან პირადი ურთიერთობები გაემყარებინა.

აქამდე, კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა – კითხვაზე, იტალიის დახმარების სანაცვლოდ ხომ არ დააყენა რუსეთმა რამე პირობა, მაგალითად, სანქციების მოხსნა  – განაცხადა, რომ რუსეთს იტალიისთვის არანაირი პირობები არ წაუყენებია.


იტალიაში ამჟამად COVID-19-ით 74 386 ადამიანია დაავადებული, აქედან გარდაიცვალა 7 503 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 9 362.

კორონავირუსით დაავადების, გარდაცვალებისა და გამოჯანმრთელების სტატისტიკა საქართველოსა და მსოფლიოში ასე გამოიყურება:

  • დაავადების შემთხვევა: მსოფლიოში – 474 204, საქართველოში – 77;
  • გამოჯანმრთელების შემთხვევა: მსოფლიოში – 115 003, საქართველოში 10;
  • გარდაცვალების შემთხვევა: მსოფლიოში – 21 313, საქართველოში – 0.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნიკა ბურდული – ნეტგაზეთის რეპორტიორი 2019 წლის დეკემბრიდან. E-mail: realnikaburduli@gmail.com