ახალი ამბები

ხელვაჩაურში ქალი ორი ბოთლი ლუდის გამო მოკლეს – ბრალდებული დაკავებულია

3 სექტემბერი, 2015 •
ხელვაჩაურში ქალი ორი ბოთლი ლუდის გამო მოკლეს – ბრალდებული დაკავებულია

 

მოკლული 39 წლის ქალია, რომელიც ხელვაჩაურში მდებარე მაღაზიაში მუშაობდა. მკვლელობას თვითმხილველიც ჰყავს, მამაკაცი, რომელი მაღაზიაში პურის საყიდლად შევიდა – მან ქალის მიშველება სცადა, მაგრამ ბრალდებულმა ისიც დანით დასერა. დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


“ბათუმელების” ინფორმაციით, ქალი მას შემდეგ მოკლა კლიენტმა, რაც მან უარი უთხრა 2 ბოთლი ლუდის ნისიით გატანებაზე. მამაკაცი მაღაზიასთან ახლოს, გირაოთი აღებულ ფართობში ცხოვრობდა. პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული სწორედ ამ სახლში დააკავა.


ადგილზე გამოძახებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა, მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. 

დანაშაულის ადგილი
დანაშაულის ადგილი


  

მასალების გადაბეჭდვის წესი