ახალი ამბები

კვირიკაშვილი: თუ ვინმე ევრაზიის კონტინენტსა და ევრაზიულ კავშირს ვერ არჩევს, ჩემი პრობლემა არ არის

2 სექტემბერი, 2015 •
კვირიკაშვილი: თუ ვინმე ევრაზიის კონტინენტსა და ევრაზიულ კავშირს ვერ არჩევს, ჩემი პრობლემა არ არის

“თუ ვინმე ევრაზიის კონტინენტსა და ევრაზიულ კავშირს ერთმანეთისგან ვერ არჩევს, მე მგონი, ჩემი პრობლემა არ არის. იმდენი სიანტერესო რამ ხდება, რაც ჩვენს მზარდ ეკონომიკურ თანამშრომლობას ეხება ჩინეთთან, რომ არ არის საჭირო იმის დამატებითი ახსნა, თუ რაოდენ დიდი მნიშნელობა აქვს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სატრანზიტო და ლოჯისტიკური პოტენციალის განვითარებას და რაოდენ მნიშნელოვანია ეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.


საგარეო საქმეთ მინისტრს ეს განმარტება მისი გუშინდელი  განცხადების გამო დასჭირდა:


 

“ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება მსოფლიოში. პროდასავალური მიმართულების გარდა ეს არის აღმოსავლეთთან ურთიერთობები, ახალი  მოვლენები ევრაზიის კონტინენტზე და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ყველა ამ საინტერესო მოვლენის მაქსიმალური ტრანსფორმაცია მოხდეს საქართველოსთვის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით”, – განაცხადა საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მისი თანამდებობაზე წარდგენისას.

 






მასალების გადაბეჭდვის წესი