ახალი ამბები

კვირიკაშვილი ამბობს, რომ მცოცავი ანექსიის პროცესი ყურადღების ცენტრში უნდა იყოს

2 სექტემბერი, 2015 •
კვირიკაშვილი ამბობს, რომ მცოცავი ანექსიის პროცესი ყურადღების ცენტრში უნდა იყოს

მინისტრი ამბობს, რომ მის ახალ საქმიანობაში უდიდესი ყურადღება დაეთმობა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას.

 

“ძალისხმევა მიმართული იქნება ჩვენი პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის გაზრდაზე, რათა ერთად აღვუდგეთ წინ საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ უკანონო ქმედებებს”.

 

კვირიკაშვილი ირწმუნება, რომ გაგრძელდება საქართველოს საგარეო პოლიტიკის შეუქცევადი კურსი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ.

 

“ძალისხმევას არ დავიშურებთ ნატოსთან შემდგომი დაახლოებისთვის. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია მომავალ ვარშავის სამიტზე აისახოს ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესი. მნიშვნელოვანია აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელება. მიუხედავად პრობლემებისა, გავაგრძელებთ პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან. უსაფრთხოებისა და პოლიტიკის თემებზე მოლაპარაკებები, ბუნებრივია, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში გაგრძელდება, ხოლო ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ მიმართულებებზე სპაციალური წარმომადგენელბი იმუშავებენ”.  

მასალების გადაბეჭდვის წესი