ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილის ხუმრობა საბჭოთა კავშირზე

2 სექტემბერი, 2015 •
ირაკლი ღარიბაშვილის ხუმრობა საბჭოთა კავშირზე

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს უმთავრესი ამოცანა ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ პრემიერმა განმარტება გააკეთა გიორგი კვირიკაშვილის და მის მიერვე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ევრაზიის კონტინენტზე მიმდინარე ახალი მოვლენები საქართველოს ინტერესებში ექცევა. ღარიბაშვილის თქმით, ყველა კონტინენტზე არსებული ეკონომიკური პოტენციალია გამოსაყენებელია. ჟრნალისტების შეკითხვას, რაიმე ფორმით იგულისხმება თუ არა ევრაზიულ კავშირთან თანამშრომლობა, ღარიბაშვილმა უპასუხა: “საბჭოთა კავშირი”.


“გარდა იმისა, რომ ურყევად მტკიცედ მივყვებით ამ გზას, ასევე ვცდილობთ, რომ სხვა ურთიერთობებიც განვავითაროთ. გუშინ ბატონმა გიორგი [კვირიკაშილმა] ახსენა, რომ ევრაზიის კონტინენტზე განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას და პოტენციალს, რომელიც არსებობს ამ კონტინენტზე. ეს არის სწორი მიმართულება, სწორი გზავნილი, რომ გარდა  მთავარი ამოცანა ევროინტეგრაციისა, ჩვენ უნდა გავაღრმავოთ ურთიეთობა ჩინეთთან, აზიის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ურთიერთობები და პრაგმატული დამოკიდებულება, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების მიმართლებით შევიმუშავეთ. ამით ჩვენ, ცხადია, ქვეყნის სტაბილურობის გაზრდას შევუწყეთ ხელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გააგრძელოს ის გონივრული, პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან ვახორციელებთ”, – განაცხადა პრემიერმა დღეს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას.


ირაკლი ღარიბაშვილი -   EPA/STEPHANIE LECOCQ
ირაკლი ღარიბაშვილი – EPA/STEPHANIE LECOCQ

მასალების გადაბეჭდვის წესი