ახალი ამბები

უმაღლესში სწავლის მოთხოვნით აბიტურიენტები შიმშილობას აცხადებენ

1 სექტემბერი, 2015 • • 927
უმაღლესში სწავლის მოთხოვნით აბიტურიენტები შიმშილობას აცხადებენ

აქცია მეორადი ჩარიცხვების დაშვების მოთხოვნით გუშინ, 31 აგვისტოს დაიწყო და ამჟამადაც გრძელდება. ეს ის აბიტურიენტებია, ვინც ოთხივე გამოცდაში ზღვარი გადალახა, თუმცა, ვერც ერთ უმაღლეს სასწავლებელში ვერ მოხვდა.

რამდენიმე აბიტურიენტმა გუშინდელი ღამე სამინისტროსთან გაატარა. დღეს აქციას სხვა აბიტურიენტებიც შეურთდნენ. ისინი აცხადებენ, რომ შიმშილობა დაიწყეს და პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მანამდე მიმართავენ, სანამ მათ თხოვნას განათლების სამინისტრო არ დააკმაყოფილებს. აქციაზე იმყოფებიან აბიტურიენტთა მშობლებიც. 

განათლების სამინისტრო და გამოცდების ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს არ დაუშვებს მეორად ჩარიცხვებს, რადგან ცენტრმა ბევრჯერ გაფრთხილა აბიტურიენტები, გამოცდებში მიღებული ქულების შემდეგ ფაკულტეტები სიფრთხილით შეერჩიათ, რათა უნივერსიტეტებს მიღმა არ დარჩენილიყვნენ. აბიტურიენტები, რომლებიც განათლების სამინისტროსთან მეორადი ჩარიცხვების დაშვებას ითხოვენ, ამბობენ, რომ განაცხადში ფაკულტეტების მითითების დროს შეცდომა დაუშვეს, თუმცა იმედს არ კარგავენ.  

იმ აბიტურიენთა რაოდენობა, ვინც აღნიშნული საკითხის გამო ვერ მოხვდა უმაღლესში,  1,6%-ია. 

წელს ეროვნულ გამოცდებში 39 ათასამდე აბიტურიენტი მონაწილეობდა. ოფიციალური ინფორმაციითვე, 28 055 სტუდენტი გახდა, 6 ათასზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა, 3700-ზე მეტი კი სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული სპეციალობებზე უფასოდ ისწავლის. უმაღლეს სასწავლბლებში 44 ათასზე მეტი ადგილი იყო. გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ვაკანტური დარჩა 18 ათასზე მეტი ადგილი. თსუ-ში თითქმის ყველა ადგილი შეივსო. მათი ინფორმაციით, არცერთერთი ვაკანტური ადგილი არ დარჩენილა აგრარულ უნივერსიტეტში. ასევე, თითქმის ბოლომდე შეივსო ილიაუნი და თავისუფალი უნივერსიტეტი. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ვაკანტური ადგილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩა.

აბიტურიენტები განათლების სამინისტროსთან; ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი