ახალი ამბები

კვირიკაშვილი: ვეცდებით ევრაზიის კონტინენტის მოვლენების ტრანსფორმაციას საქართველოსთვის

1 სექტემბერი, 2015 • • 888
კვირიკაშვილი: ვეცდებით ევრაზიის კონტინენტის მოვლენების ტრანსფორმაციას საქართველოსთვის

მან ევროპული და ევროატლანტიკური განვითარება უმთავრეს პრიორიტეტად დაასახელა, თუმცა ხაზის სხვა პროცესებსაც გაუსვა:


“მაქსიმალურად შევეცდები, რომ საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ ერთობლივად ჩვენი ქვეყანა. ის პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც საქართველოს აქვს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია იქნება უმთავრესი პრიორიტეტი. განსკაუთრებული აქცენტი გაკეთდება ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რათა ის ბრწყინვალე პოლიტიკური ურთიერთობები, რომელიც საქართველოს დასავლეთის ქვეყნებთან გააჩნია, ტრანსფორმირდეს ასეთივე დონის ეკონომიკურ ურთიერთობებში. ეს იქნება პირველი პრიორიტეტი, თუმცა ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება მსოფლიოში. პროდასავალური მიმართულების გარდა ეს არის აღმოსავლეთთან ურთიერთობები, ახალი  მოვლენები ევრაზიის კონტინენტზე და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ყველა ამ საინტერესო მოვლენის ტრანსფორმაცია მოხდეს საქართველოსთვის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.


ბრიფინგზე კვირიკაშვილისთვის შეკითხვის დასმის საშუალება, თუ რას გულისხმობს  ევრაზიის კონტინენტზე მიმდინარე მოვლენების ტრანსფორმაციაში, ჟურნალისტებს არ მისცემიათ.



მასალების გადაბეჭდვის წესი