ახალი ამბები

ISFED: ქართულ მედიასივრცეში მნიშვნელოვნად მცირდება სადისკუსიო სივრცე

1 სექტემბერი, 2015 • • 990
ISFED: ქართულ მედიასივრცეში მნიშვნელოვნად მცირდება სადისკუსიო სივრცე
“დასანანია, რომ ტელეკომპანია „იმედის“ მხრიდან აღნიშნული გადაცემების დახურვასთან დაკავშირებით საკმარისი განმარტება არ გაკეთებულა. მიუხედავად იმისა, რომ „იმედი“ კერძო ტელეკომპანიაა, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, ასეთი განმარტების გაკეთება აუცილებელია, მით უფრო, რომ პოლიტიკურ ზეწოლაზე ღიად საუბრობენ თავად გადაცემის ავტორები. ამასთანავე, სრულიად გაურკვეველია, რის საფუძველზე მოხდა ისეთი გადაცემების დახურვა, რომელთა რეიტინგი განსაკუთრებით მაღალია”, – წერია ISFED-ის განცხადებაში.
 
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ქართულ მედიაში მნიშვნელოვნად მცირდება სადისკუსიო სივრცე. 
 
“ამას ასევე მოწმობს ტელეკომპანია „მაესტროდან“ არაერთი ჟურნალისტის გათავისუფლება და რეიტინგული გადაცემების დახურვა , რამაც ასევე მრავალი კითხვა გააჩინა მედიასაშუალებების დამოუკიდებლობის თაობაზე. ეს გარემოება კიდევ უფრო შემაშფოთებელია მაშინ, როდესაც არჩევნებამდე საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების არსებობა და ჯანსაღი დისკუსია უმნიშვნელოვანესია პოლიტიკური გარემოს ობიექტურად გაშუქებისა და ამომრჩევლის სათანადოდ ინფორმირებისთვის”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი