ახალი ამბები

ქუმსიშვილი ეკონომიკის, ხოლო კვირიკაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა

1 სექტემბერი, 2015 • • 1224
ქუმსიშვილი ეკონომიკის, ხოლო კვირიკაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა

სამთავრობო ცვლილებების შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გააკეთა.


ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს მუშაობას თამარ ბერუჩაშვილი. პრემიერის თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას კვირიკაშვილი მიიღებს. დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისის მერის, დავით ნარმანიას მოადგილე იყო.


“გიორგი კვირიკაშვილი კვლავაც იქნება მთავრობის ვიცე-პრემიერი. მთავრობა კონცენტრირებულია ისეთ ეკონომიკურ განვითარებაზე, რომელიც სამუშაო ადგილებს ქმნის. სწორედ ეს მიზანი განსაზღვრავს ჩვენს საგარეო პოლიტიკას და შიდა ეკონომიკურ დღის წესრიგს, ამიტომ ამ ორი სფეროს კონსოლიდაცია ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია. კვირიკაშვილი ძალიან წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება მისი ცოდნა და გამოცდილება დაგვეხმარება ისეთი საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში, რომელიც კიდევ უფრო მჭიდრო კავშირში იქნება ჩვენს ეკონომიკურ პრიორიტეტებთან”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი