ახალი ამბები

კანიე უესტი ამბობს, რომ აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას

31 აგვისტო, 2015 • • 1164
კანიე უესტი ამბობს, რომ აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულად ფიქრობს რეპერი არჩევნებში მონაწილეობას.


“არ ვიცი, რას დავკარგავ ამის შემდეგ. ეს არ არის მნიშვნელოვანი, საქმე არა მე, არამედ იდეებს ეხება, ახალ იდეებს, ადამიანებს იდეებით… ადამიანებს, ვისაც სიმართლის სჯერათ. და თქვენ ალბათ უკვე მიხვდით, რომ მე 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გადავწყვიტე”, – თქვა უესტმა.


კანიე უესტი © ფოქს ნიუსი
კანიე უესტი © ფოქს ნიუსი


თუ უესტი არჩევნებში მონაწილეობა მართლაც მიიღებს და გაიმარჯვებს, აშშ-ის პირველი ლედი ცნობილი მსახიობი კიმ კარდაშიანი გახდება.


მასალების გადაბეჭდვის წესი