გაზრდილი პენსიის გამო, როგორც უწყებაში აცხადებენ, გაიზარდა საბიუჯეტო ხარჯებიც და წლის ბოლომდე გაზრდილი პენსიებისათვის დამატებით ყოველთვიურად კიდევ 10 მლნ ლარამდე გამოიყოფა.

 

“დღესდღეობით კი საპენსიო გასაცემლებზე საშუალოდ 122 მლნ.ლარი იხარჯება ყოველთვიურად. მთლიანობაში, სოციალურ პროგრამებზე 2015 წელს გამოყოფილია 2 785 000 000 ლარი, 2012 წელს კი ეს ხარჯი- 1 793 900 000 ლარი იყო”.

 

აქვე შეგახსენებთ, რომ პენსიონერებისათვის მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ერთ-ერთი საუკეთესო პაკეტი და ისინი სამედიცინო მომსახურებით სრულად არიან უზრუნველყოფილი. სწორედ ამან მოგვცა ის სურათი, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში გაიზარდა საპენსიო ასაკის პირთა რაოდენობა. ანუ გაიზარდა პენსიონერთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა”, – წერია სამინისტროს განცხადებაში.

 

პენსიონერი ქალი ყვავილებით ხელში ტოვებს ეკლესიის ეზოს. მახათას მთა, თბილისი. ფოტო: გიორგი დისამიძე/ნეტგაზეთი
ხანდაზმული ქალი ყვავილებით ხელში ტოვებს ეკლესიის ეზოს. მახათას მთა, თბილისი. ფოტო: გიორგი დისამიძე/ნეტგაზეთი

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *