ახალი ამბები

მარტვილში მაჟორიტარობის კანდიდატად “ქართულმა ოცნებამ” სოსო დანელია დაასახელა

31 აგვისტო, 2015 •
მარტვილში მაჟორიტარობის კანდიდატად “ქართულმა ოცნებამ” სოსო დანელია დაასახელა

როგორც კოალიციის ლიდერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მისი წარდგენისას განაცხადა, დანელია მარტვილიდანაა და მას დიპლომატიური გამოცდილება უმაგრებს ზურგს. მისი თქმით, დანელიას დიპლომატიური მისიით იტალიაში აქვს ნამუშევარი. იგი წმინდა საყდართან საქართველოს ელჩის მრჩევლად მუშაობდა.


სოსო დანელია
სოსო დანელია


არასაპარლამენტო ოპიზიციის ნაწილი მარტვილისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში დანიშნულ შუალედურ არჩვენებს ბოიკოტს უცხადებს იმ მიზნით, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყროს საარჩევნო სისტემის შეცვლის კუთხით. ბოიკოტს უერთდება ნაციონალური მოძრაობაც. ბოიკოტის მიზეზად სახელდება ის, რომ საქართველოში საარჩევნო სისტემა არადემოკრატიულია, ხოლო “ქართული ოცნება” არ ასრულებს წინასაარჩევნო დაპირებებს, რაც საარჩვენო სისტემის გაუმჯობესებას ეხებოდა.

 

 არჩევნებში მონაწილეობას აპირებს “პატრიოტთა” ალიანსი.

 

საგარეჯოში მაჟორიტარული წესით არჩევნების ჩატარება საჭირო იმიტომ გახდა, რომ ამ ოლქის რჩეულმა თინა ხიდაშელმა საკანონმდებლო ხელისუფლებიდან მთავრობაში გადაინაცვლა და თავდაცვის მინისტრის პორტფელი ჩაიბარა, ხოლო მარტვილის მაჟორიტარი ნაული ჯანაშია მიმდინარე წლის მარტში გარდაიცვალა.

 

შუალედური არჩევნების თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის.




მასალების გადაბეჭდვის წესი