ახალი ამბები

ანონსი – 31 აგვისტო

30 აგვისტო, 2015 •
ანონსი – 31 აგვისტო

11:00 საათზე ირაკლი ღარიბაშვილი “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში შუალედური არჩევნებისათვის კოალიციის კანდიდატებს წარადგენს.

 

11:00-ზე ექსპერტი პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით ვეტოს დაძლევის საკითხი; შესაძლებელია თუ არა ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნება; სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565

 

11:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა, ტელეკომპანია “იმედის” განცხადებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.

 

12:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” „თავისუფალი თაობის“ ხელმძღვანელი ლადო სადღობელაშვილი, ტელეკომპანია “იმედის” განცხადებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.

 

12.00 საათზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე გამართავს ბრიფინგს თემაზე „მთავრობის სოციალური პოლიტიკა“. მისამართი: წერეთლის გამზ.144

 

12:00 – საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: „ქართული ონების“ პარტიული სტრუქტურის განახლება – რა ცვლილებებია რეგიონებში; ეროვნული ბანკის თემაზე ვეტოს დაძლევა; რა საკითხებით გაიხსნება პარლამენტის სხდომა; სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565.

 

15:00სთ-ზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი, ევროკავშირის პროექტის Investing in People-is ფარგლებში დაარსებული საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის პრეზენტაციას გამართავს.

 

16:00 სთ-ზე „ჰოლიდეი ინნ-ში”, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი უმაღლესი და პირველი ლიგის საფეხბურთო კლუბებს საარჩევნო პროგრამას გააცნობს.

 

18:00 სთ-ზე სოლიდარობის აქცია – „სიცოცხლის ხეები“გაიმართება, რომლის ფარგლებში ზედოზირებით გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად დიღმის ტყეპარკის – ლუბლიანას ქ. ტერიტორიაზე ხეები დაირგვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი