ახალი ამბები

შუალედური არჩევნებისთვის “ქართული ოცნება” თავის კანდიდატებს ხვალ დაასახელებს

30 აგვისტო, 2015 •
შუალედური არჩევნებისთვის “ქართული ოცნება” თავის კანდიდატებს ხვალ დაასახელებს

კოალიციის პრესსამსახურის ცნობით, კანდიდატებს ირაკლი ღარიბაშვილი წარადგენს 11 საათზე.


არასაპარლამენტო ოპიზიციის ნაწილი მარტვილისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში დანიშნულ შუალედურ არჩვენებს ბოიკოტს უცხადებს იმ მიზნით, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყროს საარჩევნო სისტემის შეცვლის კუთხით. ბოიკოტს უერთდება ნაციონალური მოძრაობაც. ბოიკოტის მიზეზად სახელდება ის, რომ საქართველოში საარჩევნო სისტემა არადემოკრატიულია, ხოლო “ქართული ოცნება” არ ასრულებს წინასაარჩევნო დაპირებებს, რაც საარჩვენო სისტემის გაუმჯობესებას ეხებოდა.

 

 არჩევნებში მონაწილეობას აპირებს “პატრიოტთა” ალიანსი.


საგარეჯოში მაჟორიტარული წესით არჩევნების ჩატარება საჭირო იმიტომ გახდა, რომ ამ ოლქის რჩეულმა თინა ხიდაშელმა საკანონმდებლო ხელისუფლებიდან მთავრობაში გადაინაცვლა და თავდაცვის მინისტრის პორტფელი ჩაიბარა, ხოლო მარტვილის მაჟორიტარი ნაული ჯანაშია მიმდინარე წლის მარტში გარდაიცვალა.


შუალედური არჩევნების თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის.


 


მასალების გადაბეჭდვის წესი