ახალი ამბები

ვიდეო: ხალხმრავლობა ლისის ტბაზე

23 მარტი, 2020 • 3371
ვიდეო: ხალხმრავლობა ლისის ტბაზე

მაშინ, როცა ქვეყანაში კორონავირუსის შესაჩერებლად საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, შეწყვეტილია საქალაქთაშორისო მოძრაობა, დაკეტილია სავაჭრო ობიექტების დიდი ნაწილი და ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ, ლისის ტბაზე, თბილისში, ხალხმრავლობაა.

თბილისელთა ნაწილი არც საგანგებო ვითარებაში ამბობს უარს მისთვის საყვარელ ადგილას სეირნობაზე. სპეციალისტების მთავარი რეკომენდაცია ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად არის თავყრილობებისგან თავის შეკავება, სოციალური დისტანცირება, ასევე, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა.

ნახეთ ვიდეო:

 

მაშინ, როცა კორონავირუსის საფრთხის გამო თბილისის ქუჩები თითქმის ცარიელია, ხალხმრავლობაა ლისის ტბაზე.

Posted by Netgazeti on Monday, March 23, 2020

განახლება

ლისის ტბაზე გადაადგილება აიკრძალა [ფოტო/ვიდეო]


23 მარტის 20 საათის ინფორმაციით, საქართველოში დღემდე კორონავირუსი 61 ადამიანს დაუდგინდა, მათგან 8 გამოჯანმრთელდა, 3 ათასზე მეტი პირი კარანტინშია მოთავსებული, 230-ზე მეტი კი – ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. უკვე 23 მარტს კი ხელისუფლებამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ამ რეგიონში მცხოვრებ ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდა, ვირუსის დადგენამდე კი მას ათეულობით ადამიანთან ჰქონდა შეხება.

2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში 104 300 ადამიანი ცხოვრობს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კი – 53 590.

მასალების გადაბეჭდვის წესი