ვიდეო: ხალხმრავლობა ლისის ტბაზე

მაშინ, როცა ქვეყანაში კორონავირუსის შესაჩერებლად საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, შეწყვეტილია საქალაქთაშორისო მოძრაობა, დაკეტილია სავაჭრო ობიექტების დიდი ნაწილი და ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ, ლისის ტბაზე, თბილისში, ხალხმრავლობაა. თბილისელთა ნაწილი არც საგანგებო ვითარებაში ამბობს უარს მისთვის საყვარელ ადგილას სეირნობაზე. სპეციალისტების მთავარი რეკომენდაცია ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად არის თავყრილობებისგან თავის შეკავება, სოციალური დისტანცირება, ასევე, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა. … Continue reading ვიდეო: ხალხმრავლობა ლისის ტბაზე