ახალი ამბები

რუსეთში მუსიკალური სოციალური ქსელი Last.fm აკრძალეს

28 აგვისტო, 2015 •
რუსეთში მუსიკალური სოციალური ქსელი Last.fm აკრძალეს

ტელეკომპანიის ცნობით, ამის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ პორტალზე ატვირთულია რუსული როკ-ჯგუფ Psychea-ს სიმღერა Kill The Cop [მოკალი პოლიციელი], რომელიც რუსეთის სასამართლოს მიერ (2010 წლიდან) აკრძალულ ექსტრემისტულ მასალად არის გამოცხადებული.


დოჟდის ინფორმაციით, ამ სიმღერის განთავსების გამო სახელმწიფო სტრუქტურებთან პრობლემები რამდენიმე რუსლ საიტსაც შეექმნა. მაგალითად: Muzofon.com-ს, Music-on-radio.com-ს. მიუხედავად იმისა, რომ Youtube-ზე ამ სიმღერის არაერთი ვარიანტია ატვირთული, ეს საიტი რუსეთში ჯერ არ აუკრძალავთ.


last.fm-ს, რომელიც მუსიკით დაინტერესებული ადამიანების სოციალური ქსელია, 30 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი