ვითიბი მომხარებელს სრულ საბაკო მომსახურებას ვიდეო ბანკის გამოყენებით სთავაზობს. ვითიბის კლიენტებს შეუძლიათ ეწვიონ საიტს https://videobank.ge/ და ბანკირთან ვიდეო ზარის განხორციელების შემდეგ, დისტანციურად მიიღონ შემდეგი მომსახურება:
[checklist]
- ყველა სახის გადარიცხვა და გადახდა
- ვალუტის კონვერტაცია
- ინტერნეტბანკზე რეგისტრაცია და პაროლის აღდგენა
- ბარათის დაბლოკვა/განბლოკვა
- საკრედიტო განაცხადის შევსება
- ანაბრის გახსნა/დახურვა
[/checklist]
აღნიშნული სერვისი ხელმისაწვდომია: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 -დან -18:00 საათამდე.
ვითიბი ბანკი, ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.