ახალი ამბები

თემურ ქეცბაია “აპოელის” მწვრთნელად დაინიშნა

28 აგვისტო, 2015 • • 1898
თემურ ქეცბაია “აპოელის” მწვრთნელად დაინიშნა

ქართველი მწვრთნელი, “აპოელის” წარმომადგენელთა განცხადებით, ხვალიდან შეუდგება საკუთარ საქმეს. 

 

თემურ ქეცბაიას უკვე აქვს კვიპროსულ კლუბთან თანამშრომლობის გამოცდილება. ის 2004-2009 წლებში “ანორთოსის” მწვრთნელი იყო. შემდეგ 2009 წელს ბერძნულ “ოლიმპიაკოსს” წვრთნიდა. 2009-2014 წლებში კი საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იყო.

 

“აპოელი” ერთადერთი კვიპროსული კლუბია, რომელმაც UEFA-ს ორ მთავარ ჩემპიონატში, ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგაზე ჯგუფურ ეტაპებზე მიიღო მონაწილეობა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მოხვედრა შეძლო. 

 

თემურ ქეცბაია აპოელს გაწვრთნის ფოტო: sigmalive
თემურ ქეცბაია აპოელს გაწვრთნის ფოტო: sigmalive

მასალების გადაბეჭდვის წესი