პირველი გემი 27 აგვისტოს დილით ჩაიძირა, მასზე დაახლოებით 50 ადამიანი იმყოფებოდა; მეორე გემს 400-ზე მეტი ადამიანი გადაჰყავდა და იმავე დღეს, მოგვიანებით ჩაიძირა. როიტერის ახალი ამბების სააგენტოს ცნობით, 200-მდე ადამიანი გადარჩენა მოხერხდა, თუმცა ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა.
BBC-ის ცნობით, 100-მდე ადამიანი ზუვარას საავდმყოფოში გადაყვანეს. ლიბიელი მესაზღვრეები შესაბამისად აღჭურვილი არ აღმოჩნდნენ, რომ წყლიდან უფრო მეტი ადამიანი ამოეყვანათ. გარდაცვლილები ლიბიიდან, სირიიდან, ბანგლადეშიდან და აფრიკის რამდენიმე ქვეყნიდან არიან.
22 აგვისტოს ლიბიის სანაპიროსთან მსგავსი გემებიდან დაახლოებით 4,400 ადამიანის გადმოყვანა შეძლეს.
გაიზარდა გარდაცვლილ მიგრანტთა რაოდენობა ავსტრიაში. ავტრიის პოლიციის ცნობით, სატვირთო მანქანაში რომელიც,27 აგვისტოს ავსტრია-უნგრეთის საზღავრზე იპოვეს, 70 ადამიანის გვამი აღმოჩნდა.
გაეროს ცნობით, 2015 წელს დაახლოებით 2,400 მიგრანტი დაიღუპა ევროპაში ჩამოსვლის მცდელობისას. 100,000-ზე მეტმა მოახერხა იტალიაში ჩასვლა, დაახლოებით 160,000 მიგრანტი კი საბერძნეთში ჩავიდა. მიგრანტები ამ ქვეყნების გავლით ცდილობენ დასავლეთ და ჩრდილო ევროპის უფრო მდიდარ ქვეყნებში შეღწევას.