ახალი ამბები

მოსკოვი საქართველო-NATO-ს სასწავლო ცენტრის გახსნას ეხმაურება

27 აგვისტო, 2015 •
მოსკოვი საქართველო-NATO-ს სასწავლო ცენტრის გახსნას ეხმაურება

“საქართველოში NATO-სთან ერთობლივი მომზადებისა და შეფასების ცენტრი გაიხსნა. ცენტრის ბაზაზე ოპერატიულობის გაზრდის სწავლება და წვრთები იქნება შესაძლებელი. ჩვენ ამ ნაბიჯს ვაფასებთ ალიანსის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებად გეოპოლიტიური გავლენის გაფართოებისთვის – პარტნიორი ქვეყნების რესურსების მოსაზიდად”.

 

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი ამბობს, რომ მსგავსი ტიპის ობიექტის განთავსება მთელი რეგიონის უსაფრთხოებისთვის დესტაბილიზაციის სერიოზული ფაქტორია. 

 

ნატო – საქართველოს ერთობლივი ცენტრის ჩამოყალიბება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უელსის სამიტზე გადაწყდა 2014 წელს, თუმცა ცენტრი ოფიციალურად დღეს გაიხსნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი