ახალი ამბები

საფრანგეთის საელჩო: საკონსულოები სტუდენტურ ვიზებზე უარის გაცემის მიზეზებს არ ხსნიან

27 აგვისტო, 2015 •
საფრანგეთის საელჩო: საკონსულოები სტუდენტურ ვიზებზე უარის გაცემის მიზეზებს არ ხსნიან

“ორშაბათს, 24 აგვისტოს, საელჩომ განაცხადა უარი მხოლოდ 8 სტუდენტურ ვიზაზე. მაგრამ ამასთანავე, იმავე დღეს მნიშვნელოვანი რაოდენობის ვიზებზე დადებითი პასუხი გასცა. საკონსულო სამსახურებისათვის მიცემული სახელმწიფო ინსტრუქციების შესაბამისად, საკონსულოები სტუდენტურ ვიზებზე უარის გაცემის მიზეზებს არ ხსნიან”, – ნათქვამია საელჩოს განცახდებაში. 

 

აქვე წერია, რომ თითოეული მოთხოვნა ინდივიდუალურად იქნა განხილული, ვიზის მთხოვნელის გეგმების, დაგეგმილი სწავლების განხორციელებისათვის საჭირო უნარისა და საფრანგეთში ცხოვრებისათვის აუცილებელი მისი მატერიალური საშუალებების გათვალისწინებით.

 

“ისევე როგორც ყველა ვიზის მთხოვნელს, ყველა სტუდენტს აქვს საშუალება კონსულის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს ვიზის მოთხოვნაზე უარყოფითი გადაწყვეტილების გამსაჩირვებელ კომისიაში”. 

 

საელჩოს ცნობითვე, შეერთებული შტატებისა და დიდი ბიტანეთის შემდეგ, საფრანგეთი მსოფლიოში მესამე ქვეყანაა უცხოელი სტუდენტების მიღების თვალსაზრისით.

 

“2014 – 2015 სასწავლი წლისთვის მათი რიცხვი 290 000-ს შეადგენდა, მათ შორის 430 ქართველი იყო. ამასთან დაკავშირებით საქართველოში საფრანგეთის საელჩო ყოველ წელს დაახლოებით 120 ვიზას გასცემს ახალგაზრდა ქართველი გოგონებსა და ვაჟებზე, რომლებიც საფრანგეთში სასწავლებლად მიემგზავრებიან. უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული ყოველი სტუდენტის დოსიე თბილისში საფრანგეთის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ განხილულია ვიზებთან დაკავშირებული წესდებისა და იმ ფრანგული პოლიტიკის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს საუკეთესო უცხოელი სტუდენტების მოზიდვას”. 


საფრანგეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულ ქართველ სტუდენტებს საფრანგეთის საელჩომ საქართველოში სასწავლო ვიზები არ მისცა. არსებული ფაქტზე სტუდენტებმა საქმის კურსში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც ჩააყენეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი